ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში – დაშავებულ მამაკაცს ოპერაციისთვის ამზადებენ

კახეთში ავარიის შედეგად 39 წლის კაცი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ცოტა ხნის წინ მოხდა.

როგორც თვითმხილველებმა “რეგიონული კვირას” განუცხადეს, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როცა ის გზის მეორე მხარეს გადასვლას ცდილობდა.

კაცს მძიმე დაზიანებები თავის და ფეხების არეში აქვს მიღებული. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მართვით სუნთქვის აპარატზეა შეერთებული და მას ამ წუთებში საოპერაციოდ ამზადებენ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიციის ეკიპაჟები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები