გუდამაყრის ხეობაში კლდე ჩამოიშალა – გარესამყაროს 22 სოფელი მოწყდა

გუდამაყრის ხეობაში, სოფელ ოშპიტელთან კლდე ჩამოიშალა. ნაშალმა მასამ მთლიანად ჩახერგა საავტომობილო გზა, რის გამოც, დუშეთის მუნიციპალიტეტის 22 სოფელი გარესამყაროს მოწყდა. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, თუმცა გზის გაწმენდით სამუშაოებს უხვი ნალექი ართულებს.
გუდამაყარში კლდოვანი მასისა და ნიადაგის შესასწავლად ხვალ გეოლოგების ჯგუფს ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები