ცაგერში ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა

ცაგერის მუნიციპალიტეტში ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო ადმინისტრაცია ავრცელებს.

რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. “ხანგრძლივი და გადაუღებელი ნალექის გამო გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა დიდი მოცულობის მასა დაძრა, რამაც დააზიანა საავტომობილო გზა და 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა.
შეუწყვეტელი მეწყრული პროცესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე შეუძლებელია არსებული გზის გაწმენდა და აღდგენითი სამუშაოების დაწყება. სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე სოფლის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, მათ საჭიროებებს გაეცნო და ალტერნატიული გზის გახსნა სპეციალისტებთან ერთად დაგეგმა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყებ”, – ნათქვამია მხარის ადმინისტრაციის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები