უხვი ნალექის გამო ჩოლურ-ლაშხეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

უხვი ნალექის შედეგად, დღეს ლენტეხში ჩოლურ-ლაშხეთის საავტომობილო მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა და მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ვითარების გასაცნობად ადგილზე ლენტეხის მერი ბადრი ლიპარტელიანი იმყოფებოდა.

ბადრი ლიპარტელიანის განაცხადებით,
საჭირო ტექნიკა ადგილზე უკვე მობილიზებულია და ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოძრაობა აღდგენილია.
ამ მომენტისთვის ქვა-ღორღისაგან გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები