გაათავისუფლეს თუ არა პოლიტიკური ნიშნით სენაკის მერიის თანამშრომელი – რას ამბობს სამსახურის უფროსი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის” უკვე ყოფილი თანამშრომელი მზია გადელია სამსახურიდან გუშინ გაათავისუფლეს. გადელია მერიის ხელმძღვანელ პირებს პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს.

როგორც სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის დირექტორმა ბადრი მამულიამ “რეგიონულ კვირა” განუცხადა, მზია გადელიას გათავისუფლების მიზეზი არაერთი დისციპლინური გადაცდომაა.

“მიზეზი მისი გათავისუფლების გახლავთ დისციპლინარული გადაცდომა. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა. ასევე იგვიანებდა სამსახურში, მუდმივ კონფლიქტში იყო თანამშრომლებთან. სწორედ ეს გახდა მიზეზი. ადამიანურად კი ძალიან მეცოდება, ასეთ დროს რომ უსამსახუროდ დარჩა, არავითარი პოლიტიკური მოტივი”,- თქვა ბადრი მამულიამ.

თავად სამსახურიდან გათავისუფლებას მზია გადელია პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

“მე დავაარსე და დავაფუძნე “ქართული ოცნება” სენაკში 14 კაცთან ერთად. ვიყავი მათი ერთგული, ამდენი წელი ერთგულად ვემსახურე,ახლა კი რაც ხდება არ მომწონს… ამ ყველაფრის უკან მმართველი პარტიის ადგილობრივი მოქმედი და ყოფილი დეპუტატები დგანან, ასევე სენაკის მერი და კიდევ ბევრი სხვა”,-ამბობს მზია გადელია.

ცნობისთვის,მას გახმაურებული კონფლიქტი ჰქონდა 2019 წლის 16 ივლისს სამსახურში, სადაც მზია გადელია “საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის” დირექტორის მოადგილეს დავით ჭითავას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა. შსს-მ მაშინ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

სამსახურიდან გათავისუფლებული მზია გადელია სამართლებრივ ბრძოლას აპირებს.

ამასთან, მხარდამჭერებთან ერთად სენაკის მერიის წინ ბრიფინგის გამართვას აანონსებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები