ინფრასტრუქტურული პროექტები ქარელში – მერმა და სახელმწიფო რწმუნებულმა სამუშაოები დაათვალიერეს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა ზაზა გულიაშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა აგარის ადმინისტრაციულ ერთეულში გზების ასფალტირების სამუშაოები დაათვალიერეს.

მათი ცნობით, აგარაში ამჟამად 5 ქუჩაზე მიმდინარეობს მეორე ფენის ასფალტირებისა და გვერდულების მოწყობის სამუშაოები.სულ დაიგება 1,600 კმ.გზის საფარი. პროექტის ღირებულება შეადგენს 789 895 ლარს.

“ქვენატკოცაში ამ ეტაპზე მიმდინარეობს გრუნტის მოსწორებისა და ქვიშა-ხრეშოვანის შეტანა-მოსწორების სამუშაოები.სულ დაიგება 1,341 კმ .გზის საფარი.პროექტის ღირებულება შეადგენს 626 332 ლარს.

აგარის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის ასფალტირების საუშაოები ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.სამუშაოებს ასრულებს შპს „ჰედეფ ჯორჯია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები