ბოლნისის №1 საბავშვო ბაღში კორონავირუსის დაფიქსირების გამო სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდა

ბოლნისის №1 საბავშვო ბაღში
გეგმიური ტესტირების შედეგად გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევის გამო, სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდა.

როგორც მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელმა ლელა გოგმაჩაძემ განუცხადა, ბაღში სააღმზრდელო პროცესი 6 აპრილს განახლდება.

„№1 საბავშვო ბაღში, წინა ტესტირებიდან მე-14 დღეს გეგმიური ტესტირების დროს დაფიქსირდა კორონავირუსის 1 შემთხვეა, რის გამოც სააღმზრდელო პროცესი 5 აპრილის ჩათვლით შეჩერდა. პრევენციის მიზნით მითითება მიეცა თითოეულ თანამშრომელს, განახორციელონ თვითმონიტორინგი ტემპერატურის გასინჯვა. ასევე მშობლებმა უნდა გაუზომონ ტემპერატურა ბავშვებს. ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართონ ოჯახის ექიმს“. განაცხადა ლელა გოგმაჩაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები