დიეგო კოლასი ოფიციალური ვიზიტით ხულოს მუნიციპალიტეტს ეწვია
ხულოს მუნიციპალიტეტს ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი ეწვია.
როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ელჩის ვიზიტი ხულოში, ფრანკოფონიის კვირეულის ფარგლებში მოეწყო, რომელიც ხულოდან დაიწყო.
“საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, დიეგო კოლასმა დაბა ხულოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მოინახულა და ხულოს კულტურის ცენტრის ბიბლიოთეკასთან არსებული ,,ხულოს ახალგაზრდული პლატფორმის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში, ელჩმა ახალგაზრდებს მხარდაჭერა გამოუცხადა და სამომავლოდ ფრანგულ ბიბლიოთეკებთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას დაპირდა.
ხულოში, საფრანგეთის ელჩის ვიზიტს, კოორდინაციას ევროკავშირის პროექტის ,,ევროკლუბის“ ხელმძღვანელი ნიკა გურინი უწევდა”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.