შუახევის შშმ პირთა დღის ცენტრს საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი ეწვია
შუახევის შშმ პირთა დღის ცენტრს საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი ეწვია.
როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, დიპლომატს თან ახლდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები.
“დიეგო კოლასი შშმ პირთა დღის ცენტრში არსებულ ვითარებას გაეცნო. დაინტერესდა ცენტრის საქმიანობით, ბენეფიციართა სარეაბილიტაციო პროგრამების მომსახურებითა და სხვა საკითხებით.
დღის ცენტში ბენეფიციარებისთვის ყველა პირობაა შექმნილი სწავლის, განვითარებისა და გართობისთვის, რათა თითოეულმა ბავშვმა მიიღოს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სახვადასხვა მომსახურება და შეძლოს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება. კვება და ტრანსპორტირება შეადგენს ასევე მომსახურების ნაწილს. სარგებლობენ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაუჩერით.
დღის ცენტრის მიზანია ბენეფიციარების ფიზიკურ გარემოში არსებული ბარიერების გამოვლენა, საჭიროებაზე მორგებული მომსახურება, ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა”, – განაცხადეს მერიაში.