ამბროლაურში უპატრონო ძაღლებს თავშესაფარში გადაიყვანენ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის პროცესი დაიწყო. ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, თავშესაფარში გადაყვანილ ცხოველებს გამოკვლევები ჩაუტარდებათ და დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობის ჩატარება მოხდება, შემდეგ სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია და მარკირება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან, უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა ეტაპობრივად განხორციელდება-აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები