ბათუმში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა

გონიოში მცხოვრებმა მოსახლეობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ხვდება. მანამე კი გონიოელებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი წლებს წინ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთების დაკანონებას მოითხოვენ. პროტესტის ნიშნად გადაკეტეს გზები.
მოქალაქეების განცხადებით, 2007 წელს მათ მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადასცეს, 2010 წელს კი უკან ჩამოართვეს. მას შემდეგ ნაწილმა შეძლო საკარმიდამო ნაკვეთების დარეგისტრირება, ნაწილი კი კვლავ პერმანენტულ აქციებს მართავს. რეგისტრაციას ვერ ახერხებს 90-მდე ოჯახი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები