რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევიდან 7 ცაგერს უკავშირდება

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოვიდ-19-ის ინფიცირების 528 შემთხვევიდან 9 რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში დადასტურდა.
მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთა განმარტებით, 9 ახალი შემთხვევიდან 7 ცაგერის მუნიციპალიტეტს უკავშირდება.

„დაიფიცირებული მოქალაქეებიდან 2 თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, 5 კი ახალი შემთხვევაა. ეპიდემილოგების მიერ კონტაქტები მოკვლეულია და შესაბამისად გაიზარდა დაკვირვების ქვეშ მყოფი ადამიანების რაოდენობაც“,-აცხადებს „რეგიონულ კვირას“-თან ცაგერის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი თეა გურგუჩიანი.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ბოლო 24 საათში ვირუსისგან 299 პირი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები