ახალციხეში გარდაცვლილ 27 წლის ექთანს დღეს დაკრძალავენ
ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილ 27 წლის ექთანს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ენთელში დღეს დაკრძალავენ.
ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც.
შეგახსენებთ, რომ ოჯახის ადვოკატებმა ახალციხის კლინიკიდან გარკვეული დოკუმენტაცია უკვე ჩაიბარეს, თუმცა აცხადებენ, რომ კლინიკაში ჩატარებული პროცედურები საბუთებში სრულად არ არის ასახული.
ცნობისთვის, მედდას, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.
27 წლის მეგი ბაქრაძე, ახალციხიდან კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.