თეა ახვლედიანი: ჩვენ არ შევეგუებით და ვაგრძელებთ ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებთან ბრძოლას

სახელმწიფო მინისტრის აპარატი თეა ახვლედიანის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “რეგიონული კვირა” უცვლელად გთავაზობთ.

 

მოგეხსენებათ, რომ სოხუმსა და ცხინვალში უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს 5 მოქალაქე, ხოლო გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და დავით ბაშარულის მკვლელობაში ბრალდებული პირები ამ დრომდე დაუსჯელნი რჩებიან. მიუხედავად 100 კმ მავთულხლართისა, რომელიც ცხინვალის რეგიონის მიმართულებით არის გავლებული ჩვენ არ შევეგუებით არსებულ ვითარებას. საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით და ერთობლივი გაორმაგებული ძალისხმევით, მათ შორის ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში, ჩვენ ვაგრძელებთ ოკუპაციასთან და მის სავალალო შედეგებთან ბრძოლას პრინციპული, თუმცა პრაგმატული და ცალსახად კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკით”,- განაცხადა თეა ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები