კახეთში კორონავირუსის 17 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოვიდ-19-ის ინფიცირების 528 შემთხვევიდან 17 კახეთში დადასტურდა.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 528 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 265 შემთხვევა, აჭარა – 42, იმერეთი – 84, ქვემო ქართლი – 31, შიდა ქართლი – 20, გურია – 19, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 26, კახეთი – 17, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9”,- აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ბოლო 24 საათში ვირუსისგან 299 პირი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები