ქვემო ქართლში კორონავირუსით ინფიცირების 31 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 528 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 265 შემთხვევა, აჭარა – 42, იმერეთი – 84, ქვემო ქართლი – 31, შიდა ქართლი – 20, გურია – 19, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 26, კახეთი – 17, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 278 178 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 270 668, გარდაიცვალა 3 714 პაციენტი