თბილისი – 265, იმერეთი – 84, აჭარა -42 – კოვიდსტატისტიკა რეგიონებში
გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 528 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი კვლავ თბილისში – 265 დაფიქსირდა. შემდეგია იმერეთი 84 შემთხვევით. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 528 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 265 შემთხვევა, აჭარა – 42, იმერეთი – 84, ქვემო ქართლი – 31, შიდა ქართლი – 20, გურია – 19, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 26, კახეთი – 17, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 278 178 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 270 668, გარდაიცვალა 3 714 პაციენტი