ჩოხატაურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
დაბა ჩოხატაურში, აღმაშენებლის ქუჩაზე ვაჩეიშვილების ორსართულიანი კერძო სახლი დაიწვა.
ადგილობრივების თქმით, ცეცხლის გაჩენის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად ელექტროსადენები სახელდება.
“ბოლო 10 დღის განმავლობაში, ჩოხატაურში კერძო სახლის დაწვის მეორე შემთხვევაა. საკმაოდ მჭიდრო დასახლებაა და იყო საშიშროება იმისა, რომ ცეცხლი მეზობელ სახლებსაც გადასდებოდათ, თუმცა სახანძრო – სამაშველო ეკიპაჟების დახმარებით ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა. ორსართულიანი სახლი სრულად დაიწვა. მუნიციპალიტეტი დაზარალებულ ოჯახს შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება”, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.
ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟი.