გურიაში დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო

გურიის რეგიონში, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მდინარეების ნაპირებზე, მუნიციპალიტეტების შემოსასვლელებში, ხევებში, სოფლის ცენტრებსა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო. ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
აქციაში გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის, მერიებისა და საკრებულოების ადმინისტრაციის თანამშრომლები, საგანმანათლებლო დაწესებულებების, მუნიციპალური სამსახურებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთნენ. მათ რეგიონში სხვადასხვა ტერიტორია დაასუფთავეს და მყარი ნარჩენებისაგან გაწმინდეს.
დასუფთავების აქცია კამპანია ,,ლურჯი ნაკადული”-ს ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ინიციატივით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანიზებით ჩატარდა.
22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები