ბავშვთა უფლებების დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წარმომადგენლებმა რუსთავში ვიზიტი გამართეს

ბავშვთა უფლებების დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ანა ბუჩუკური,
რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია,
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე, რუსთავში არსებული ბავშვთა ცენტრების ბენეფიციარები მოინახულეს და ბავშვთა ცანტრის პირობებს გაეცნენ.

როგორც,
ბავშვთა უფლებების დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა მათი მთავარი მოვალეობაა რომ მუნიციპალიტეტებს დაეხმარონ მოვალეობების სწორად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულებაში.

“ დღეს მე როგორც ბავშვთა უფლებათა საბჭოს თავჯდომარე და ქალბატონი ნინო როგორც ამ ქალაქის მაჟორიტარი და ამ საბჭოს წევრი ვიმყოფებით ქალაქ რუსთავში, ჩვენი მიზანია, რომ ადგილზე გაეცნოთ სხვადასხვა ბავშვთა ცენტრი, რომელიც სხვადასხვა სახის სერვისებს აწვდის საჭიროებების მიხედვით არასრულწლოვნებს,ადგილზე გაეცნოთ რა გამოწვევების და საჭიროებები აქვთ ამ დღის ცენტრებს. როგორც იცით ბავშვთა კოდექსი ახალი ამოქმედებულია შედარებით. ეხლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ კოდექსის სათანადო აღსრულება და ჩვენი მიზანია მუნიციპალიტეტებს დავეხმაროთ თავიანთი ვალდებულებების სწორად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულებაში”, – განაცხადა

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები