ბათუმში, ეკონომიკის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა
ბათუმში, ეკონომიკის სამინისტროსთან ,,ოცნების ქალაქში” მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ამბობენ, რომ
გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. ისინი ყველა ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვენ. შეკრებილებმა საპროტესტო აქცია გუშინაც გამართეს. გზის სავალი ნაწილი როგორც ცნობილია, ე.წ “ოცნების ქალაქში” საცხოვრებელი ფართით 500 ოჯახი დაკმაყოფილდება. დასახლებაში კი 2000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკითხზე შესაბამისი კომისია უახლოეს დღეებში იმსჯელებს.