კახეთში დასუფთავების მასშტაბური აქცია იმართება

კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია იმართება.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა თელავში, გიგოს გორაზე მდებარე ტაძრთან მისასვლელი გზისა და გივი ჩოხელის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციაში პირადად მიიღო მონაწილეობა.

დასუფთავების აქციაში მოსახლეობასთან ერთად მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და მერიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები