ბავშვთა უფლებების დაცვის თემაზე რუსთავის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მერიის სხდომათა დარბაზში ბავშვთა დაცვის რეფერირების საკითხებზე, საჭიროებების იდენტიფიცირებასა და ადგილობრივ დონეზე საკოორდინაციო საბჭოს შექმნაზე იმსჯელეს. შეხვედრის ფარგლებში ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტის ვალდებულებები განიხილეს.

მუნიციპალიტეტში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ბავშვთა უფლებების დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ანა ბუჩუკური,
რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია,
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა.

როგორც, ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა ნინო ლაცაბიძე განაცხადა, განხილული საკითხები მნიშვნელოვანია და რაც მთავარია წინ გადადგმული ნაბიჯია საკანონდებლო თვალსაზრისით.

“ჩვენი შეხვედრა ეხებოდა ჩვენს ქალაქში ბავშვთა უფლებებს, მათ სოციალურ პრობლემებს და ასევე მათი უფლებების დაცვის საკითხებს. აუცილებელია, აქტიურად ვიყოთ ჩართული ამ საკითხებში. რაც მთავარია ჩვენ წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს კანონის სახით. ახლა მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების და სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს აღსრულება და დღეს სწორე იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ვიმსჯელეთ, როგორიცაა ბავშვთა უფლებები, მათი სოციალური დაცვა და გაძლიერება”, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები