ამბროლაურში დასუფთავების აქცია ჩატარდა
ამბროლაურში დასუფთავების აქცია გაიმართა. ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე განცხადებით,
აქციის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა ქალაქ ამბროლაურში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიმდებარე სკვერის ტერიტორია ნარჩენებისგან დაასუფთავეს.
“ დასუფთავების აქცია რეგიონის მასშტაბით სხვა მუნიციპალიტეტებშიც აქტიურად გაგრძელდება და დასუფთავდება, როგორც ქალაქის ისე სოფლების ტერიტორიები”,-განმარტავნ ადმინისტრაციაში.