ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, მონიტორინგი და მიმდინარე პროექტები-ამბროლაურის მერიაში შეხვედრა გაიმართა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერმა ზვიად მხეიძემ სამსახურებისა და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს. მათივე განმარტებით, თათბირზე, სამსახურების ხელმძღვანელებმა კონკრეტული სფეროების მიხედვით გაწეული სამუშაოები წარადგინეს, ისაუბრეს იმ მონიტორინგის შედეგებზე, რომლებიც ორგანიზაციებში პერიოდულად ხორციელდება და COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციებისა და რეგულაციების დაცვას უკავშირდება.
შეხვედრაზე ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, განათლების, სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროგრამები, ზოგიერთი მიმართულებით არსებულ პრობლემურ საკითხები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.
ზვიად მხეიძემ სამსახურის ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები მისცა და პრობლემებზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდა.