ბაღდათში დასუფთავების აქცია მოეწყო
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში დასუფთვების აქცია მოეწყო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
“მერიის, საკრებულოს და ა.(ა).ი.პ.ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების განვითარების თანამშრომლებმა, ქალაქ ბაღდათში საპატრიარქოს რეზიდენციის მიმდებარედ მდინარე ხანის წყლის სანაპირო, ხოლო ვარციხეში ანანოვების სასახლიდან, ქალაქ ბაღდათის კახიანის ქუჩის ჩათვლით არსებული ტერიტორია სხვადასხვა სახის ნარჩნებისგან გაასუფთვეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 1993 წლიდან აღინიშნება.