თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა ჰესის აშენების წინააღმდეგია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა ჰესის აშენების წინააღმდეგია.

ადგილობრივების ნაწილმა სოფლის მიმდებარედ, ე.წ სამორიგეო კარავი გაშალა და მეორე დღეა იქ იმყოფება.

მათი თქმით, იგეგმება ჰესის – „ლოპოტა 1“-ის მშენებლობა, რის საშუალებასაც არ მისცემენ.

„სოფლიდან 7 კილომეტრის მოშორებით აპირებენ გაანახლონ სამუშაოები და დაიწყონ 5.9 მგვტ ჰესის მშენებლობა, რაც სრულიად გაანადგურებს ბუნებას. უწყლოდ და შემოსავლის გარეშე დარჩება სოფელი. აქ ძირითადად სოფლის მეურნეობით ვირჩენთ თავს და გვართმევენ. ვიცავთ ჩვენი სოფლის ბუნებას. არ მივცემთ საშუალებას შპს „ართანა ლოპოტას“, განაახლოს სამუშაოები“, – აცხადებენ ადგილობრივები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები