ქვემო ქართლში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 19-ით გაიზარდა
ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ ვებგვერდზე Stopcov.ge გაავრცელა. “დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 170 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 85 შემთხვევა, აჭარა – 9, იმერეთი – 22, ქვემო ქართლი – 19, შიდა ქართლი – 2, გურია – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 5, კახეთი – 11, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0. ”, – ნათქვამია განცხადებაში.