აჭარის მთავრობა სოფელ ყინჩაურაში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს დახმარებას გაუწევს
სოფელ ყინჩაურაში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს აჭარის მთავრობა დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერია ოჯახის ქირით გაყვანას უზრუნველყოფს.
“ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურაში დაიწვა საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზარალებულ ოჯახს აჭარის მთავრობა დახმარებას გაუწევს, მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ოჯახის ქირით გაყვანას. ხანძარი ლიკვიდირებულია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.