ბოლო 24 საათში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში ბოლო 24 საათში ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

“მიუხედავად იმისა, რომ მხარეში ბოლო 24 საათის განმავლობაში 10-მდე მოქალაქეს ჩაუტარდა სწრაფი ტესტირება, ყველას პასუხი უარყოფითია” აცხადებენ მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 170-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 277.650 -ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები