კახეთში კორონავირუსის 11 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კოვიდ-19- ის ინფიცირების 170 შემთხვევიდან, 11 კახეთში დადასტურდა.

” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 170 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 85 შემთხვევა, აჭარა – 9, იმერეთი – 22, ქვემო ქართლი – 19, შიდა ქართლი – 2, გურია – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 5, კახეთი – 11, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0″,- აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ვირუსისგან 396 პირი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები