აჭარაში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 15 პაციენტი, დღემდე კი რეგიონში გამოჯანმრთელებულია 35 931 პირი.
დღეის მონაცემებით, ბათუმის კოვიდ კლინიკაში მკურნალობას 105 ინფიცირებული გადის, მათ შორის 3 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
ბათუმის კოვიდ სასტუმროში -35, ხოლო ონლაინ კლინიკაში – 103 მოქალაქეა მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები