“დიდხანს გეკეთებინოთ თქვენი საქმე ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ” – გორის მერმა ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა

ქართველ ჟურნალისტებს მინდა დღევანდელი დღე მივულოცო და ძალიან ბევრი წარმატება ვუსურვო. თქვენი როლი უმნიშვნელოვანესია საზოგადოების წინაშე, დიდხანს გეკეთებინოთ თქვენი საქმე ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – ჟურნალისტებს პროფესიული დღე გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ხელოვნების სახლიდან მიულოცა.

ხელოვნების სახლში მერი მომავალ ჟურნალისტებს შეხვდა და დღევანდელი დღე მათთან ერთად აღნიშნა. მედიასკოლის აღსაზრდელებმა კონსტანტინე თავზარაშვილს ინტერვიუს ფორმატში კითხვები დაუსვეს. გორის მერმა მათთან საკუთარი ცხოვრების შესახებ, ასევე მერიის მიერ მიმდინარე პროექტებსა და გეგმებზე ისაუბრა.

მედიაკლუბში რამდენიმე თვის განმავლობაში 20-მდე უფროსკლასელი მულტიმედიაში პროფესიულ უნარ-ჩვევებს ეუფლება. ასევე კინოხელოვნების გამოყენებით ეცნობიან ადამიანის უფლებებს.

პროექტს ალტერ – Space სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის“ ფარგლებში, გორის მერიის მხარდაჭერით, გორელფოტოგრაფთა კლუბი ახორციელებს.

ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, საუკეთესო ბავშვები არიან, წარმატებებს ვუსურვებ მომავალ ჟურანალისტებს და პოლიტიკოსებს. ახალგაზრდებთან შეხვედრა ყოველთვის ნაყოფიერია, საინტერესო და სასიამოვნო. მერია კი ყოველთვის მზადაა მოზარდების განათლებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელოს დამხარი დაუჭიროს იმ ორგანიზაციებს, ვინც ასეთ თემებზე მუშაობენ. მადლობა ფოტოგრაფთა კლუბს, იმისათვის რომ მომცა საშუალება ასეთი საინტერესო ადამიანები გამეცნო. – განაცხადა კონსტანტინე თავზრაშვილი.

შეხვედრის ბოლოს, გორის მერი ახლაგაზრდებთან ერთად დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესაც გამოეხმაურა და მათთან ერთად ფოტოები გადაიღო. მსგავსი ფორმატით მედიაკლუბის წარმომადგენლებთან შეხვედრა მომავალშიც დაიგეგმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები