“მწამს, რომ ერთობით შევძლებთ გამოწვევებთან გამკლავებას” – გოგი მეშველიანმა აზერბაიჯანელებეს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა
გოგი მეშველიანმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა და მადლობის სიგელები გადასცათ
საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა სამაჟორიტარო ბიუროში აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს უმასპინძლა, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და აზერბაიჯანელი მოსახლეობის ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის მადლობის სიგელები გადასცა.
„ჩემთვის დიდი პატივია, პირადად მოგილოცოთნოვრუზ ბაირამი. ჩვენ,ერთი მთავარი რამ, საქართველოს, ჩვენი საერთო სამშობლოსსიყვარული გვაერთიანებს
ერთად ვცდილობთ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას. მწამს, რომ ერთობით შევძლებთ გამოწვევებთან გამკლავებას და მომავალ წელს, აუცილებლად უფრო მასშტაბურად ვიზეიმებთ ნოვრუზ ბაირამს“ -განაცხადა გოგი მეშველიანმა.