ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პატარებთან ერთად აღნიშნა
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშიც გაიმართა.
როგორც “რეგიონულ კვირას” მერიაში განუცხადეს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს დღე პატარებთან ერთად აღნიშნა და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
შეგახსენებთ, რომ 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაეროს ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. საქართველოში დაუნის სინდრომის დღე 2012 წლიდან აღინიშნება.