ალექსანდრე სარიშვილი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახებს ეწვია და სიმბოლური საჩუქრები გადასცა
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი ბავშვებს ოჯახებში ეწვია. მათ ტკბილეული და სურსათი გადასცა.
მერთან ერთად მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, ია ჩხაიძე და ასოციაცია ,,საბას“ ხელმძღვანელი, ინეზა კვაჭაძე იმყოფებოდნენ.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება.