დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ჭიათურის მუნიციპალიტეტშიც აღინიშნა
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია წელსაც, ტრადიციულად, შეუერთდა და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ღონისძიება “ჩვენ ვაკავშირებთ” მოაწყო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს.
მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, მერის პირველ მოადგილესთან გიორგი ბიწაძესთან და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ხათუნა ცერცვაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ „მზის შვილებს“ უმასპინძლა და მათ საჩუქრები გადასცა.
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, ნაჩვენები იქნა საინფორმაციო რგოლიც.
„საზოგადოებაში ამ ბავშვების ინტეგრაციის მიზნით ჩვენი ხელშეწყობა და თანადგომა მნიშვნელოვანია. ძალიან გვინდოდა მათთვის ერთი დღე გაგველამაზებინა და მომავალში კიდევ უფრო ბევრ ნათელ დღეს ვაჩუქებთ“ -განაცხადა გივი მოდებაძემ.