“ოცნების ქალაქის” მცხოვრებლები ყველას ბინით დაკმაყოფილებას ითხოვენ

ხელვაჩაურში აქცია გაიმართა. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა ბათუმში ფრიდონ ხალვაშის გამზირი გადაკეტეს. პოლიციამ გზის გახსნა მალევე შეძლო, საავტომობილო მოძრაობა დაახლოებით 15 წუთი იყო პარალიზებული.

აქციის მონაწილეები ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს ითხოვენ, რომ საცხოვრებლით ყველა დაკმაყოფილდეს. აქციის მონაწილეები იმასაც ვარაუდობენ, რომ პროექტი აღარ გაგრძელდება, 582 ბინა კი საკმარისი არ არის. ასევე ითხოვენ კრიტერიუმების დადგენას, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, თუ ვის ეკუთვნის ბინა საცხოვრებელ კორპუსებში, რომლებიც ახლა შენდება. აქცია ხვალ ჯანდაცვის სამინისტროსთან გაიმართება.

როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ სპეციალური სამთავრობო კომისია „ოცნების ქალაქში“ მოსახლეობისთვის ბინების გადასაცემად საჭირო კრიტერიუმებზე მუშაობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები