დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა

ჟურნალისტიკის დღე ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, გაზეთ ,,შირაქის“ ჟურნალისტებს პირადად მიულოცა და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ინფორმაციას ადგილობრივ მერია ავრცელებს.

” მერმა ჟურნალისტებს პირადი და პროფესიული დღე მიულოცა, წარმატებები უსურვა და აღნიშნა , რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში ,,შირაქისა“ და მისი თანამშრომლების ღვაწლი ფასდაუდებელია.
ქართული ჟურნალისტიკის დღის აღნიშვნა პირველი ქართული მედია საშუალების გამოცემას უკავშირდება, რომელიც 1819 წლის 21 მარტს გამოიცა და ,,საქართველოს გაზეთი“ ეწოდებოდა. გაზეთმა მხოლოდ 1821 წლის ბოლომდე იარსება.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია საქართველოში მოღვაწე ყველა ჟურნალისტს ულოცავს პროფესიულ დღეს და უსურვებს წინსვლასა და წარმატებებს”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები