8 ახალი ინფიცირებული და 14 გამოჯანმრთელებული – როგორია კოვიდსტატისტიკა სამეგრელოში
გასული 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვირუსი 14-მა პაციენტმა დაამარცხა.
სამეგრელო-ზემო სვანეთში, კოვიდ საავადმყოფოებში ამ დროის მონაცემები
ასეთია: რუხის კლინიკაში იმყოფება – 29 კოვიდპაციენტი მათ შორის 4 მძიმე პაციენტი.
ფოთის კლინიკაში ამ დროისთვის, მკურნალობის კურსს გადის 21 პირი, მათ შორის მძიმეა 2-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 9 პაციენტი მკურნალობს მათ შორის 1 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში – 7
სენაკი ლაზიკა მედში კი 23 ინფიცირებულია მოთავსებული მათ შორის 1 მძიმე.
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე, 147 ადამიანი მკურნალობს. მათგან 7-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის, საკარანტინო სივრცეებში სულ 124 ადამიანი რჩება.