თეა ახვლედიანი ხურვალეთში ვანიშვილების ოჯახის მოსანახულებლად იმყოფებოდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საოკუპაციო ხაზთან დათა ვანიშვილის ოჯახის მონახულების მიზნით ხურვალეთში იმყოფებოდა.
უწყების ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა ოჯახს კიდევ ერთხელ პირადად მიუსამძიმრა, მათი საჭიროებებით დაინტერესდა და სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა და თანადგომა აღუთქვა.
მინისტრი ვანიშვილების ოჯახთან შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან – მამუკა საღარეიშვილთან ერთად იმყოფებოდა.