21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრები დაუნის სინდრომის მატარებელი ბავშვები მოინახულა და საჩუქრები გადასცა.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ბაღდათის მუნიციპალიტეტში ყოველ წელს სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე 2011 წლიდან გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება.