საგარეჯოს მერიამ ადგილობრივ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა
ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი ერბოწონაშვილი და მისი მოადგილეები – ალექსი გილაშვილი და გიორგი ლალიაშვილი, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელ – სოფო შაქარაშვილთან ერთად, აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებს ესტუმრნენ, ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცეს და სოციალურად დაუცველ 100 – ამდე ოჯახს, სასურსათო ამანათი გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელები
20 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით, ნოვრუზის დღესასწაულს ზეიმობენ. იგი გაზაფხულის შემოსვლის, ბუნების გაღვიძების, სიცოცხლის განახლების მომასწავებელია.
2009 წლის 28 სექტემბერს იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, ხოლო 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.