სოფლის მეურნეობის გასავითარებლად რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში ახალი საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში ახალი საგრანტო კონკურსი გამოცხადაა. მხარის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  კონკურსი სასოფლო-სამეურნეო სფეროში არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებას და ამ მიმართულებით საპროექტო განაცხადების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

“კონკურსს, ფონდი „აფხაზინტერკონტი“, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ პროექტის ხელშეწყობით, აცხადებს. საპროექტო იდეები სათემო, მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი ტექნოლოგიების, კულტურულ-მექანიზაციურ თუ ტრადიციულ მეთოდოლოგიებში ისეთი სიახლის შემოტანის მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს დამატებითი შემოსავლის მიღების გაჩენას, მოსავლის მოცულობის ზრდას, ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ეფექტური, ტექნიკური, კულტურული ნოვაციების შექმნას და დანერგვაზე უნდა იყოს გათვლილი და ორიენტირებული. როგორც საგრანტო პირობებშია აღნიშნული გრანტი (მაქსიმუმ 5.000 ლარი) არ გაიცემა ფულადი სახით, გამცემი ორგანიზაცია თავად შეიძენს მოთხოვნილ პროდუქტს, ტექნოლოგიას ან სერვისს. გარდა ამისა, ინოვაციურ იდეათა კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გრანტი ითვალისწინებს განმცხადებლის მხრიდან თანამონაწილეობას (პროექტის საერთო ღირებულების 20%, აქედან თანხობრივი 5% ).
აპლიკაციების მიღება ინოვაციურ/ნოვატორულ იდეებზე ფონდ „აფხაზინტერკონტის“ (AIC) მიერ, მოხდება ღია კარის კონკურსის პრინციპით 2021 წლის 20 მარტიდან 2021 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით.
აპლიკაციები შეგიძლიათ გადაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე tamrielb2017@gmail.com
დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ფონდ „აფხაზინტერკონტის“ ოფისს, მისამართზე: ქ. ამბროლაური, დ.აღმაშენებლის #24. ან მისწერეთ ორგანიზაციის ოფიციალურ Facebook გვერდზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები