გასულ 24 საათში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდ-19 შემთხვევა არ დადასტურებულა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში ბოლო 24 საათში ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა დადასტურებულა.

როგორც ლენტეხის ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი ლამზირა ბენდელიანი „რეგიონულ კვირასთან“ აცხადებს, უკვე ერთ თვეზე მეტია ლენტეხში არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„მიუხედავად იმისა, რომ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს პედაგოგთა და სამედიცინო პერსონალის ტესტირება, ასევე იმ მოქალაქეებისაც, რომლებსაც რაღაც სიმპტომები აღენიშნებათ, ერთ თვეზე მეტია ლენტეხში კოვიდ-19-ის შემთხვევები არ დადასტურებულა“,-თქვა ლამზირა ბენდელიანმა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 189 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 269.973-მდე გაიზარდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 21 მარტისათვის არის 2,2%, ბოლო 14 დღის – 1,55%, ბოლო 7 დღის – 1,63%. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

იმერეთი – 43, შიდა ქართლი – 15, კახეთი – 14, ქვემო ქართლი – 13, აჭარა – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 8, მცხეთა-მთიანეთი – 4, გურია – 1, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები