აჭარაში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით გამოჯანმრთელდა 11 პაციენტი, საერთო ჯამში კი რეგიონში გამოჯანმრტელებულია 35 916 პირი. კლინიკა დატოვა 4 -მა გამოჯანმრთელებულმა. ამ დროისთვის კი ბათუმის კოვიდ კლინიკაში 108 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის სამი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
კოვიდ სასტუმროში -38 , ხოლო ონლაინ კლინიკაში – 107 პირია მოთავსებული.