გორის მე-19 საბავშვო ბაღის აღსაზრდელს კოვიდინფექცია დაუდასტურდა, რის გამოც ბავშვები და აღმზრდელები თვითიზოლაციაში გადავიდნენ

გორის მე-19 საბავშვო ბაღის აღსაზრდელს ტესტირებისას, კოვიდინფექცია დაუდასტურდა. ბავშვი მთელი კვირის განმავლობაში დადიოდა ბაღში და შესაბამისად, აღმზრდელებთან და თანატოლებთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა. როგორც  სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა განაცხადა, შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე, საბავშვო ბაღის აღნიშნული ჯგუფი და აღმზრდელები თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

,,აღსაზრდელს დაუდასტურდა კოვიდ-19, შესამაბისად, აღნიშნული ჯგუფის ყველა აღსაზრდელი და ასევე, ორი აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწე გადავიდნენ თვითიზოლაციაში. ამ ჯგუფის ოთახსა და დერეფნებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. ბავშვს კომუნიკაცია არ ჰქონია სხვა ჯგუფებთან, რის გამოც საჭირო არ გახდა საბავშო ბაღში მუშაობის სრულად შეჩერება. აღნიშნულის გარდა, მოგეხსენებთ, უსაფრთხოების მიზნით, ინტენსიურად მიმდინარეობს სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულების პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე. სწორედ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში გამოვლინდა კიდევ ორი შემთხვევა – სოფელ მარანასა და ტყვიავში საბავშვო ბაღის თანამშრომლებს დაუდასტურდათ კორონავირუსული ინფექცია, რის გამოც, ამ დროისთვის, შეჩერებულია ორივე სოფლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ფუნქციონირება”, – განაცხადა გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები