ნოვრუზ ბაირამი წელს, პანდემიისა და მასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო მოკრძალებულად აღინიშნება
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა რეგიონის მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული მიულოცა და ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას კორონავირუსის პანდემიის პერიოდში შემუშავებული რეგულაციების დაცვისა და გამოჩენილი პასუხისმგებლობის გამო მადლობა გადაუხადა.
,,გულითადად ვულოცავ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს გაზაფხულის ერთ-ერთ ულამაზეს დღესასწაულს – ნოვრუზ-ბაირამს – ნოვრუზ ბაირამ მუბარექ ოლსუნ. მე მინდა ყველას წარმატება, განსაკუთრებული წინსვლა და დღეგრძელობა ვუსურვო. ჩვენ ტრადიციულად, ძალიან ფართომასშტაბიანი დღესასწაულები გვაქვს მხარეში ნოვრუზ ბაირამის აღსანიშნავად, თუმცა, მეორე წელია ქვეყანაში შექმნილი ვითარების-პანდემიისა და მოქმედი რეგულაციების გამო, ეს ვერ ხერხდება. ძალიან კარგად ახსოვს ყველას, რომ ამ დღესასწაულს ქვეყნის პირველ პირებთან ერთად აღვნიშნავდით. მე მუდმივი კომუნიკაცია მაქვს ჩვენს ადგილობრივ მოსახლეობასთან, ისინი სრულად აცნობიერებენ ამ გამოწვევას – თავიანთი მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებისა და სახელმწიფოებრივი მიდიგომის გამო კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ და მივულოცო დღესასწაული”, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.