სპარსული აბანოს კონსერვაცია იწყება-საყდრისის კომიტეტის ინიციატივით პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

აბურმუგის აბანო VII VIII საუკუნის სპარსული ყაიდის აბანოა. ძეგლი დმანისში კომპანია „არემჯის“ საწარმოო ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც სამთომოპოვებითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ამ შემთხვევაში ბიზნესის და კულტურული მემკვიდრეობის შეთავსება მოხდა, კულტურული მემკვიდრეობაც დაცულია და ბიზნესიც აგრძელებს განვითარებას.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საყდრისის კომიტეტის წევრმა ნინო ბურჭულაძემ განაცხადა, რამდენიმე დღეში ძეგლზე მორიგი გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება.

„ დღევანდელი დღე არის მნიშვნელოვანი იმით, რომ დასასრულს უახლოვდება ჩვენი სამწლიანი მსჯელობა და სამუშაოები აბურმუგის აბანოს გადარჩენასთან დაკავშირებით. ძეგლზე 2018 წლიდან ორჯერ ჩატარდა, როგორც გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაობი ასევე, არქეოლოგია. ამასთან კვალიფიციური სპეციალესტების დახმარებით, ძეგლზე მთელი რიგი კვლევები ჩატარდა. გვქონდა მძიმე სურათი, რის გამოც დაიგეგმა ეფექტური ღონისძიებები. ახალი კვირიდან დაიწყება ძეგლზე გამაგრების სამუშაოები. რაც შეეხება ძეგლის დაცვით ღონისძიებებს, ეს ხდება მაღალ დონეზე. ტერიტორია არის შემოღობილი, დაყენებულია კამერები მონიტორინგისთვის. ეს ძეგლი ფართო მასებისთვის უცნობი და შეიძლება ითქვას ხელმიუწვდომელია. სამომავლოდ, ვგეგმავთ ეს საკითხიც გადავჭრათ და ხელმისაწვდომი გავხადოთ ვიზიტორებისთვის. უკვე მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა თუ როგორ დაიბრუნოს ძეგლმა ახალი სიცოცხლე”,- თქვა ნინო ბურჭულაძემ.

პრეზენტაციას პროქტის ავტორები ესწრებოდნენ.

აქტიური სამუშაოები სპარსულ აბანოზე რამდენიმე დღეში დაიწყება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები