ხმაური ახალციხის კლინიკაში – გარდაცვლილი მედდის მეუღლე ექიმს ფიზიკურად დაუპირისპირდა
ახალციხის კლინიკაში გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის მეუღლე ექიმს ფიზიკურად დაუპირისპირდა. დაცვის თანამშრომლებმა დაპირისპირების განმუხტვა მოახერხეს.
27 წლის ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა, მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.